რაიან რეინოლდსი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაიან როდნი რეინოლდსი (ინგლ. Ryan Rodney Reynolds; დ. 23 ოქტომბერი, 1976, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა)[1] — კანადელი ტელე- და კინომსახიობი. ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი გახდა სიტკომ „ორი ბიჭი და გოგოში“ შესრულებული როლის შემდეგ (1998—2001), ხოლო მოგვიანებით კარიერა ჰოლივუდში განაგრძო, სადაც როგორც კომედიურ, ისე დრამატულ როლებს ანსახიერებდა.