რესიფი
From Wikipedia, the free encyclopedia
რესიფი[1] (პორტ. Recife) — ქალაქი ბრაზილიაში, პერნამბუკუს შტატის დედაქალაქი. ბრაზილიის სიდიდით მე-4 ალგომერაცია, რომელშიც 4 054 866 ადამიანი ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქალაქში 1 653 461 ადამიანი ცხოვრობს.[2][3][4] ქალაქი 1537 წელს დაარსდა და პერნამბუკუს საკაპიტანოს დედაქალაქს წარმოადგენდა, რომელიც შაქრის ლერწმის წარმოებით იყო ცნობილი.[5] მე-17 საუკუნეში რესიფი ახალი ჰოლანდიის დედაქალაქი იყო. ქალაქი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს პორტს წარმოადგენს. უამრავი ხიდისა და კუნძულების, ასევე არქიტექტურის გამო ქალაქს ხშირად „ბრაზილიურ ვენეციას“ უწოდებენ. 2010 წლისთვის, რესიფი აგი-ს მიხედვით ბრაზილიის მე-2 ყველაზე განვითარებული ქალაქია (პალმასის შემდეგ).[6]
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
რესიფი Recife | |||||
| |||||
ქვეყანა | ბრაზილია | ||||
რეგიონი | ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიჩრდილოეთ-აღმოსავლეთი რეგიონი (ბრაზილია)|ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი | ||||
შტატი | პერნამბუკუ | ||||
კოორდინატები | 8°03′00″ ს. გ. 34°53′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1537 | ||||
ფართობი | 218 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||||
მოსახლეობა | 1,653,461 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 6,885.3 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 3.646.204 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 81 | ||||
საფოსტო ინდექსი | 50000-000 | ||||
ოფიციალური საიტი | recife.pe.gov.br | ||||
რესიფის ალგომერაცია პერნამბუკუს შტატის უდიდესი ინდუსტრიალური ზონაა. მეოცე საუკუნის 70-იან–80-იან წლებში რესიფიში უამრავი კომპანია და საწარმო შეიქმნა, რამაც ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის კომერციულ ცენტრად გახადა, რომელიც (ალგომერაციის ჩათვლით) 85 000-ზე მეტ საწარმოს მოიცავს.[7]
რესიფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის ტურისტული ცენტრია. ქალაქში მდებარე ისტორიული რაიონი ოლინდა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.