რობერტ ემიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ემიანი (სომხ. Ռոբերտ Էմմիյան; დ. 1965 წლის 16 თებერვალს, გიუმრი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა) — ყოფილი სპორტსმენი სიგრძეზე ხტომაში, რომელიც ტურნირებში მონაწილეობდა ჯერ სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რეპუსბლიკის, ხოლო შემდგომ სომხეთის სახელით. ის იყო ისტორიაში მეოთხე საუკეთესო სიგრძეზე მხტომელი, ხოლო არააფრიკელ სპორტსმენებს შორის პირველი. მისი პერსონალური რეკორდი 8.86 მეტრს შეადგენს, რომელსაც ცახკაძორში 1987 წლის მაისში გამართულ ტურნირზე მიაღწია. პერსონალურთან ერთად მან დაამყარა ევროპის რეკორდიც, რომელიც ჯერ ისევ მოქმედი რეკორდია. 1987 წელს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. 2001 წლიდან რობერტის პატივსაცემად იმართება კონკურსი მძლეოსნობაში, რომელიც ,,ემიანის ჩემპიონატის" სახელს ატარებს.[1]
სწრაფი ფაქტები პირადი ინფორმაცია, დაბ. სახელი ...
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Роберт Жирайрович Эммиян ან Ռոբերտ Էմմիյան |
ეროვნება | სომხები |
დაბ. თარიღი | 16 თებერვალი, 1965 (1965-02-16) (59 წლის) |
დაბ. ადგილი | გიუმრი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა |
სიმაღლე | 1.78 მ სმ |
წონა | 69 კგ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სომხეთი |
სპორტი | სიგრძეზე ხტომა |
კლუბი | სპარტაკ გიუმრი |
ჯილდოები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
დახურვა