რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. IRB-ს კლასიფიკაციით განეკუთვნება მეორე იარუსს,[1] ხოლო IRB-ს მსოფლიო რეიტინგში 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით 20-ე ადგილი უკავია.[2] გარდა ამისა არსებობს რუსეთის შვიდკაცა ნაკრები.
კავშირი | რუსეთის რაგბის კავშირი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | დათვები | |||
ემბლემა | თეთრი დათვი | |||
მწვრთნელ(ებ)ი | ალექსანდრე პერვუხინი | |||
კაპიტანი | ალექსანდრე ვოიტოვი | |||
ყველაზე მეტი კეპი | ანდრეი კუზინი (78) | |||
ყველაზე მეტი ქულა | იური კუშნარიოვი (483) | |||
ყველაზე მეტი ლელო | ვიაჩესლავ გრაჩოვი (31) | |||
| ||||
პირველი საერთაშორისო მატჩი | ||||
ბარბაროსები 23 - 27 რუსეთი (6 ივნისი, 1992) ბელგია 11 – 17 რუსეთი (11 ოქტომბერი, 1992) | ||||
უდიდესი გამარჯვება | ||||
დანია 7 - 104 რუსეთი (13 მაისი, 2000) | ||||
უარესი დამარცხება | ||||
რუსეთი 3 – 75 იაპონია (6 ნოემბერი, 2010) | ||||
მსოფლიო ჩემპიონატი | ||||
გამოსვლები | 1 (პირველი 2011) | |||
საუკეთესო შედეგი | მე-5 ადგილი ჯგუფში, 2011 |
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მემკვიდრეს წარმოადგენს, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისში 4 მატჩი ითამაშა დსთ-ის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვეს ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო თამაშებისას, რადგან მის შემადგენლობაში წარდგენილები იყვნენ მოთამაშეები, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლება გამოსულიყვნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრები ვერ მოხვდა, რადგან შესარჩევ ჯგუფში ორივე მატჩი წააგო. 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების შედეგების მიხედვით რუსეთის ნაკრებმა ჯგუფში დაიკავა მეორე ადგილი, რამაც მას გარანტია მისცა პირდაპირ მოხვედრილიყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ჯგუფში, რომელიც ახალ ზელანდიაში ტარდებოდა.
რუსეთის ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს ევროპის ერთა თასის ტურნირის А ჯგუფში.