რუსლან ხასბულატოვი
რუსი პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
რუსლან ხასბულატოვი (ჩეჩ. Ӏимранан кIант Хасбулатов Руслан; დ. 22 ნოემბერი, 1942, გროზნო, სსრკ — გ. 3 იანვარი, 2023) — რუსი პოლიტიკოსი, მეცნიერი და პუბლიცისტი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი-კორესპონდენტი, რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს ბოლო თავმჯდომარე. 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური ფიგურა. თავიდან პრეზიდენტ ბორის ელცინის მხარდამჭერი, მოგვიანებით მოწინააღმდეგე. 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის მოვლენების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე. 1994 წელს სათავეში ჩაუდგა „პროფესორ ხასბულატოვის სამშვიდობო მისიას“ ჩეჩნეთში. 1994 წლიდან არის პლეხანოვის სახელობის რუსული ეკონომიკური უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკის კათედრის გამგე.