რძის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
რძის ომი (რუს. Молочные войны, ბელარ. Малочная вайна) — 2009 წლის ივნისში სავაჭრო კონფლიქტი რუსეთსა და ბელარუსს შორის. რუსეთს და ბელარუსს აქვთ ახლო ურთიერთობები. კონფლიქტი დაიწყო რუსეთის მცდელობის საფუძველზე, ბელარუსითვის გადაეხადა 500 მილიონი დოლარი, რათა ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. რუსეთმა ასევე გამოხატა ინტერესი ბელარუსული რძის ინდუსტრიის პრივატიზების მიმართ. ბელარუსმა ამ ფაქტს უპასუხა სურვილით, დაწყებულიყო ევროკავშირთან მოლაპარაკებები ბელარუსული რძის ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად სერთიფიცირებასთან დაკავშირებით. სავაჭრო კონფლიქტი დასრულდა 2009 წლის 17 ივნისს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ ის სავაჭრო აკრძლავას მოხსნიდა.
რძის ომი | |||
---|---|---|---|
რუსეთის (მარცხნივ) და ბელარუსის (მარჯვნივ) დროშები ერთად ფრიალებს. | |||
თარიღი | 6–17 ივნისი 2009 | ||
მდებარეობა | გაერთიანებული სახელმწიფო | ||
შედეგი | რუსეთის მიერ ბელარუსულ რძის პროდუქტებზე აკრძალვის მოხსნა. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
მოგვიანებით, 2009 წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოხატა სინანული, რომ მან მხარი არ დაუჭირა რუსეთს და არ აღიარა აფახაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ბელარუსის პარლამენტმა გააგზავნა საგამოძიებო მისია სადავო რეგიონებში, რათა გაერკვიათ, გამოეცხადებინათ თუ არა დიპლომატიური აღიარება. საქართველომ გააპროტესტა მისია და მოუწოდა ბელარუსს შეენარჩუნებინა არაღიარების სტატუსი. რუსეთმა გააგრძელა თავისი „საჩეკო წიგნაკის დიპლომატია“ და ფინანსური ან სამხედრო დახმარება გაუწია ვენესუელას, ნაურუს, ვანუატუს, ტუვალუს და სირიას, რათა ეღიარებინათ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
2013 წელს რუსეთი დაიმუქრა კიდევ ერთი რძის ომით და კვლავ აღადგინა დროებითი აკრძალვები ბელარუსულ რძის პროდუქტებზე 2017 წლის ივნისსა და 2018-2019 წლებში. რუსეთისთვის საყურადღებოა დასავლური სანქციები, რამაც სავარაუდოდ მისცა ბელარუსს შესაძლებლობა გამოეყენებინათ თავიანთი უპირატესობა ბაზარზე და ეწარმოებინათ ნაკლებხარისხიანი პროდუქტები. სამაგიეროდ, ბელარუსელი მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მათ დაბრკოლებები შეუქმნა. ბელარუსმა უპასუხა სავაჭრო ომებს და განაცხადა რომ მათ წვლილი შეაქვთ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში.