საკონტინენტთაშორისო თასი (ფეხბურთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საკონტინენტთაშორისო თასი (ინგლ. Intercontinental Cup) (აგრეთვე ცნობილი როგორც ევროპის და სამხრეთ ამერიკის თასი და ტოიოტას თასი) — ყოველწლიური საფეხბურთო გათამაშება, რომელსაც ატარებდა ევროპის და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციები ამავე კონტინენტების წამყვან ტურნირებში — უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებულ კლუბებს შორის. ყოველწლიურად იმართებოდა 1960 წლიდან, ხოლო 1980 წლიდან იმართებოდა იაპონიაში.
დაარსდა | 1960 |
---|---|
გაუქმდა | 2004 |
რეგიონი |
ევროპა (უეფა) სამხრეთი ამერიკა (კონმებოლი) |
გუნდების რაოდენობა | 2 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი |
„მილანი“ „რეალ მადრიდი“ „პენიაროლი“ „ბოკა ხუნიორსი“ „ნასიონალი“ (3-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „პორტუ“ (2-ჯერ) |
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „მილანი“, „რეალ მადრიდი“, „პენიაროლი“, „ბოკა ხუნიორსი“ და „ნასიონალი“. ამ კლუბებს საკონტინენტთაშორისო თასი სამჯერ აქვთ მოგებული. სულ საკონტინენტთაშორისო თასი 25 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია პორტუგალიური „პორტუ“.
2005 წლიდან საკონტინენტთაშორისო თასი შეცვალა ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის და ოკეანეთის წამყვან ტურნირებში გამარჯვებული კლუბები.