სამოის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
სამოის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Samoa national rugby union team), ქვეყანაში უფრო ცნობილი როგორც მანუ სამოა — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ორგანოა სამოის რაგბის კავშირი. ნაკრების სათამაშო ფორმის ფერებია ლურჯი და თეთრი. 1924-1997 წლებში სამოის ნაკრები, როგორც ქვეყანა გამოდიოდა დასავლეთი სამოის სახელით. ისინი ყოველი მატჩის დაწყებისას ასრულებენ ტრადიციულ სამოურ საბრძოლო ცეკვა სივა-ტაუ-ს. სამოის ეროვნული კავშირი ტონგის და ფიჯის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მონაწილეობს წყნარი ოკეანის ქვეყნების სარაგბო ალიანსში (PIRA).[2] 1996 წლიდან ეროვნულ ნაკრებს ასპონსორებს ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანი სერ მაიკლ ფეი.[3][4]
სწრაფი ფაქტები კავშირი, მეტსახელ(ებ)ი ...
კავშირი | სამოის რაგბის ფეხბურთის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | მანუ სამოა | ||
ემბლემა | სამხრეთის ჯვარი | ||
მწვრთნელ(ებ)ი | სტივენ ბეთემი | ||
კაპიტანი | ოფისა ტრევირანუსი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ბრაიან ლიმა (64) | ||
ყველაზე მეტი ქულა | ერლ ვა'ა (172) | ||
ყველაზე მეტი ლელო | ბრაიან ლიმა (29)[1] | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
დასავლეთი სამოა 0 – 6 ფიჯი (18-08-1924) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
სამოა 115 – 7 პაპუა-ახალი გვინეა (11-07-2009) | |||
უარესი დამარცხება | |||
ახალი ზელანდია 101 – 14 სამოა (3-09-2008) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 7 (პირველი 1991) | ||
საუკეთესო შედეგი | მეოთხედფინალი, 1991, 1995 |
დახურვა