სანდერლენდი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „სანდერლენდი“ (ინგ. Sunderland Association Football Club) — ინგლისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1879 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა, სკოლის მასწავლებლის ჯეიმზ ალანის მიერ.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Sunderland Association Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | შავი კატები | |||
დაარსდა | 17 ოქტომბერი, 1879 | |||
სტადიონი |
სტედიუმ-ოფ-ლაიტი სანდერლენდი, ინგლისი (ტევადობა: 49,707 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ელის შორტი | |||
მწვრთნელი | დეივიდ მოიესი | |||
კაპიტანი | ჯონ ო'ში | |||
ლიგა | ჩემპიონშიფი | |||
2016-17 | პრემიერლიგა, მე-20 ადგილი (დაქვეითდა) | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
„სანდერლენდი“ 6-ჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის და 2-ჯერ ასოციაციის თასის გამარჯვებული. კლუბი დიდი ხანი იყო რეკორდსმენი პრემიერლიგაში ზედიზედ ჩატარებული 68 სეზონით, სანამ 1992 წელს „არსენალმა“ არ გადაასწრო. 1997 წლიდან „სანდერლენდი“ თავის საშიანო მატჩებს „სტედიუმ-ოფ-ლაიტზე“ ატარებს, რომლის ტევადობაც 2000 წლის მერე 49 000 შეადგენს. მანამდე გუნდი სტადიონ „როკერ პარკზე“ ასპარეზობდა. „სანდერლენდის“ მოსისხლე მტერი „ნიუკასლ იუნაიტედია“, ეს დაპირისპირება ინგლისში ტაინ-უირის დერბის სახელს ატარებს. (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 1898 წელს ჩატარდა).