სარა გილბერტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სარა ქეთრინ გილბერტი (ბრიტანეთის იმპერიის ორდენი; დ. აპრილი, 1962) ― ბრიტანელი ვაქცინოლოგი. ოქსფორდის უნვიერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი, Vaccitech-ის დამფუძნებელი.[9][10][11][12] გილბერტის სპეციალიზაცია გრიპის წინააღმდეგ და ვირუსული პათოგენების წინააღმდეგ ვაქცინების განვითარებაზე სპეციალიზდება.[13] იგი უნივერსალური გრიპის ვირუსის ტესტირებისა და განვითარებაში მოწინავე მკვლევარი იყო, რომლის კლინიკური კვლევებიც 2011 წელს ჩატარდა. 2020 წლის ახალი წლის დღეს გილბერტმა ProMED-mail-ის სტატია წაიკითხა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უხანში, ჩინეთში ოთხი ადამიანი უცნობი შემთხვევის შედეგად პნევმონიის უცხო ფორმისგან იტანჯებოდა.[14] 2020 წლის 30 დეკემბერს ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფთან ერთად Oxford-AstraZeneca COVID-19 ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაამტკიცეს. [15] 2022 წლის იანვრისთვის, ვაქცინის 2.5 მილიარდ დოზაზე მეტი მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნა.[16]
სარა გილბერტი | |
---|---|
ბრიტ. ინგლ. Sarah Catherine Gilbert | |
დაბ. თარიღი | აპრილი, 1962[1] |
დაბ. ადგილი | Kettering |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მკვლევარი, პროფესორი და იმუნოლოგი |
მუშაობის ადგილი | ოქსფორდის უნივერსიტეტი[2] |
ალმა-მატერი | University of Hull[3] და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი[3] |
ჯილდოები | 100 ქალი[4] , ალბერტის მედალი[5] [6] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[7] და Erna Hamburger Prize[8] |
საიტი | jenner.ac.uk/team/sarah-gilbert |