საფრანგეთის საფეხბურთო თასი
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის საფეხბურთო თასი (ფრანგ. Coupe de France), ან შარლ სიმონის თასი (ფრანგ. Coupe Charles Simon) — ყოველწლიური შეჯიბრი ფრანგულ საფეხბურთო კლუბებს შორის. ტარდება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ 1917 წლიდან.
დაარსდა | 1917 |
---|---|
რეგიონი |
საფრანგეთი მონაკო |
გუნდების რაოდენობა | 8,506 |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „პარი სენ-ჟერმენი“ (12-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „რენი“ (3-ჯერ) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
თასზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებს. თასის გამარჯვებული შემდეგი სეზონის დაწყებამდე თამაშობს ჩემპიონის წინააღმდეგ საფრანგეთის სუპერთასზე და უეფა-ს ევროპა ლიგაზე გამოსვლის უფლებას იღებს.
თასის ფინალი არ გაიმართა მხოლოდ ერთხელ – 1992 წელს. მაშინ, ნახევარფინალურ მატჩში, „ბასტიასა“ და „მარსელს“ შორის, სტადიონ „სტად არმან-სეზარის“ ტრიბუნა ჩამოიქცა. დაიღუპა 18 ადამიანი და ასეულობით დაშავდა[1]. გადაწყდა, რომ ტურნირი ბოლომდე აღარ ჩაეტარებინათ.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია პარიზის „პარი სენ-ჟერმენი“, რომელმაც 12-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „პარი სენ-ჟერმენი“.