საქართველოს რესპუბლიკური პარტია
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. რესპუბლიკური პარტია 1978 წელს დაფუძნდა და ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიაა საქართველოში. 1993-1995 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში. 2003 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იყო ვარდების რევოლუციის თანაავტორი. 2011-2016 წლებში იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი. საქმიანობდა 4 მოწვევის საქართველოს პარლამენტში.
სწრაფი ფაქტები საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ხელმძღვანელობა ...
საქართველოს რესპუბლიკური პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ხათუნა სამნიძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 21 მაისი, 1978 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ლიბერალიზმი პროევროპულობა |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აფილაცია | ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი |
საერთაშორისო აფილაცია | ლიბერალური ინტერნაციონალი |
წარმომადგენლობითობა | |
საქართველოს პარლამენტი |
2 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა |
სოფიკო ჭიაურელის 13, 0108, ტელეფონი: 92 00 58 თბილისი |
republicans.ge |
დახურვა