საჭადრაკო ოლიმპიადა 1968
From Wikipedia, the free encyclopedia
17 ოქტომბერი - 7 ნოემბერი 1968 ლუგანო, შვეიცარია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1968}} |
ლუგანოში გუნდების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. ამჟამად უკვე 53 გუნდი იბრძოდა ჰამელტონ-რასელის თასისათვის.
ბოლო ხანებში რობერტ ფიშერის, ბენტ ლარსენის, ლაიოშ პორტიშის, ვლასტიმილ ჰორტის, სვეტოზარ გლიგორიჩის და სხვათა მიღწევებმა ზოგიერთ საჭადრაკო მიმომხილველს აფიქრებინა რომ, ლუგანოში საბჭოთა ნაკრების ჰეგემონიას ოლიმპიადებზე შეიძლებოდა ბოლო მოღებოდა. განსაკუთრებით დიდი იმედები ჰქონდათ ამერიკელებს. მათ თითქმის დაითნხმეს ფიშერი და რეშევსკი ერთად ეთამაშათ გუნდში. ფიშერი ლუგანოში ჩამოვიდა კიდეც და სატურნირო დარბაზის (ისე ეს დარბაზი იმდენად პატარა იყო, რომ ზოგიერთი გუნდის წარმომადგენელმა წინადადებაც კი წამოაყენა ორ ცვლაში ეთამაშათ) დათვალიერების შემდეგ მთელი რიგი პრეტენზიები წაუყენა ორგკომიტეტს. პასუხს არ დალოდებია ფიშერი ლუგანოდან გაემგზავრა და მერე აღარც გამოჩენილა.
მთავარი ფავორიტები ისევ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ. სხვადასხვა გუნდებში გამოჩნდნენ ახალგაზდრა მოჭადრაკეები, რომლებიც მომავალში თავისი სიტყვა თქვეს მსოფლიოს ჭადრაკში. ასე მაგალითად, გერმანელთა გუნდში სათადარიგოდ თამაშობდა ახალგაზრდა რობერტ ჰიუბნერი. ასევე დებიუტი ჰონდათ იან სმეიკალს ჩეხოსლოვაკიის და ენრიკო მეკინგს ბრაზილიის გუნდებში. როგორც ყოველთვის კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავდათ უნგრელებს და იუგოსლავიელებს. ოლიმპიადამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ტურნირზე ევროპაში საქორწინო მოგზაურობაში მყოფმა არისტოტელე ონასისმა და ჟაკლინ კენედიმაც კი შემოიარეს.
პირველ ეტაპზე სენსაციური არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პირველ ჯგუფში ფილიპინელებმა აჯობეს ინგლისელთა გამოცდილ გუნდს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აზიური გუნდი მთავარ ფინალში მოხვდა. ფინალური ტურნირი ერთი ქვეჯგუფიდან გამოსულმა გუნდებმა იმ ქულებით დაიწყეს, რომელიც მათ პირველ ეტაპზე ერთმანეთთან მატჩში მოაგროვეს. ასე რომ გუნდებმა ფინალური ტურნირი პირდაპირ მეორე ტურიდან დაიწყეს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა ფინალი მძლავრად დაიწყეს. უკვე ხუთი ტურის შემდეგ უახლოესი მდევარი, იუგოსლავიის გუნდი საბჭოელებს სამი ქულით ჩამორჩებოდა. მეცხრე ტურის შემდეგ სხვაობამ უკვე რვა ქულას მიაღწია, საბოლოოდ კი მან 8,5 ქულა შეადგინა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა მოიგეს ყველა მატჩი და მხოლოდ ბოლო ორ ტურში, როდესაც ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდათ, სწრაფად გააფორმეს ოთხ-ოთხი ყაიმი დასავლეთ გერმანელებთან და კანადელებთან. საბჭოთა მოჭადრაკეებმა დაამყარეს რეკორდიც, რომლის მხოლოდ განმეორებაღა თუ შეიძლება და არა გაუმჯობესება - მათ არ წაუგიათ არც ერთი პარტია.
სამაგიეროდ საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა მეორე - მესამე ადგილებისათვის. მედლების ტრადიციულ მაძიებლებს (უნგრელებს, იუგოსლავიელებს, ამერიკელებს და გერმანელებს) დაემატათ ბულგარელებიც. თავდაპირველად ამ ბრძოლაში იუგოსლავიის და აშშ-ს გუნდები დაწინაურდნენ. მეექვსე ტურიდან იუგოსლავიელებმა გაქცევა მოაწყვეს და 2-2,5 ქულით დაწინურდნენ. საბრძოლველი მესამე ადგილიღა დარჩა. იგი თითქოს ამერიკელებს უნდა დარჩენოდათ, რომლებიც ბოლო ტურის წინ ქულანახევრით უსწრებდნენ ბულგარელებს, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკელები მოულოდნელად დამარცხდნენ აღმოსავლეთ გერმანელებთნ. ამით კარგად ისარგებლეს ბულგარელებმა. მათ ბოლო ტურში საჭირო ანგარიშით (3,5-0,5) დაამარცხეს ფილიპინელები და პირველად დაუეფლნენ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლებს. ამერიკელები მეოთხეზე დარჩნენ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ გერმანელები.