საჭადრაკო ოლიმპიადა 1972
From Wikipedia, the free encyclopedia
18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1972 სკოპიე, იუგოსლავია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1972}} |
ოლიმპიადა სკოპიეში საიუბილეო იყო და ქალაქიც სათანადოდ მოემზადა ამისათვის. სკოპიე გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც ერთდროულად მიიღო ორივე, ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები. 62 ვაჟთა და 23 ქალთა ნაკრები გუნდი ესტუმრა მაკედონიის დედაქალაქს. გუნდებში მიმდინარეობდა თაობათა ცვლა. სსრ კავშირის ნაკრებში გამოჩნდა ორი ახალი მოჭდრაკე: ანატოლი კარპოვი და ვლადიმერ სავონი. აშშ-ს ნაკრებს რობერტ ფიშერის და სამუელ რეშევსკის არყოფნაში სათვეში ჩაუდგა, ყოფილი ჩეხი, ლუბომირ კავალეკი. ფიშერმა ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის 150 ათასი დოლარი მოითხოვა. ასევე მაღალი ჰონორარები მოითხოვეს ევანზმა და ლომბარდიმ, ამიტომაც ამერიკელთა გუნდი სკოპიეში შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ სკოპიეში არგენტინელებიც, ნაიდორფი, პანო და კიდევ რამდენიმე უძლიერესი მოჭადრაკე უკმაყოფილო დარჩა ნაკრების დაკომპლექტების პრინციპებით და ოლიმპიადაში თამაშზე უარი განაცხადეს. გერმანიის გუნდს დაუბრუნდა რობერტ ჰიუბნერი, სამაგიეროდ არ იყვნენ უნციკერი და შმიდტი. დანიელებს არ ჰყავდათ ბენტ ლარსენი. სამგიეროდ იყო ახალი სახელები: უნგრეთის გუნდში გამოჩნდა დიულა საქსი, იუგოსლავიის ნაკრებში - ლუბომირ ლუბოევიჩი, შვედეთის ნაკრებში - ულფ ანდერსონი, ხოლო ავსტრალიის ნაკრებში - უოლტერ ბრაუნი. საფრანგეთის ნაკრებს 22-წლიანი განშორების შემდეგ (ამ დროს ის აშშ-ს ღირსებას იცავდა) დაუბრუნდა როსოლიმო.
თავდაპირველად გუნდები ქვეჯგუფებში იბრძოდნენ მთავარ ფინალში გასასვლელად. ქვეჯგუფებში სიურპრიზები არ მომხდარა და თითქმის ყველა ფავორიტმა იოლად გაიკვლია გზა ფინალისაკენ. გაუჭირდათ ამერიკელებს და არგენტინელებს. პირველებმა მხოლოდ ბოლო ტურში ფილიპინელებთან ფრედ დამთვრებული მატჩის წყალობით მოიპოვეს ფინალის საგზური. რაც შეეხება არგენტინელებს, მათ ეს მხოლოდ მექსიკელთა მშრალი ანგარიშით დამარცხების შემდეგღა შეძლეს.
ფინალში ძირითადი ბრძოლა უნგრელ და საბჭოთა მოჭადრაკეებს შორის წარიმართა. ეს გუნდები უკვე პირველივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და უნგრეთის ნაკრებმა მეორედ შეძლო საბჭოეთის დამარცხება (პირველად ეს მოხდა 1956 წელს). მომდევნო სამ ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა მატჩები მართლია მოიგეს, მაგრამ მინიმალური სხვაობით და უნგრელები მეხუთე ტურის წინ 2,5 ქულით იყვნენ წინ. მეხუთე ტურიდან კი სსრ კავშირის გუნდი გარდაიქმნა და ჩვეული ძალით ათამაშდა. მომდევნო ოთხ ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა 13,5 ქულა აიღეს 16-დან. ამ ტემპს ვერც უნგრელები აყვნენ და ვერც იუგოსლავიელები. მეათე ტურის შემდეგ საბჭოელები უკვე ორი ქულით უსწრებდნენ უნგრელებს. მეთერთმეტე ტურში უნგრელებმა ერთი ქულა ამოქაჩეს, ხოლო მეთორმეტეში, არგენტინელთა განადგურების (4-0) შემდეგ დაეწივნენ კიდეც მეტოქეს. მეცამეტე ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა 3,5 ქულა აართვეს ესპანელებს და კვლავ ქულით გაიჭრნენ წინ. ბოლო ორ ტურში კი მათ უპრობლემოდ მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. საბჭოთა გუნდის წარმატებით გამოსვლაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ტალმა და კარპოვმა. როგორც ყოველთვის საიმედონი იყვნენ პეტროსიანი, კორჩნოი და სმისლოვი. სამაგიეროდ აშკარად არ იყო ფორმაში ვლადიმერ სავონი. სხვა მოჭადრაკეებიდან აღსანიშნავია ჰიუბნერის და ლუბოევიჩის გამარჯვებები პირველ და მესამე დაფებზე. კარგად იასპარეზეს ახალბედებმა, საქსმა, ანდერსონმა და ბრაუნმა.