საჭადრაკო ოლიმპიადა 1978
From Wikipedia, the free encyclopedia
25 ოქტომბერი - 12 ნოემბერი 1978 ბუენოს-აირესი, არგენტინა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1978}} |
არგენტინის დედაქალაქი მეორედ მასპინძლობდა საჭადრაკო ოლიმპიადას. ბუენოს-აირესში ამჟამად 65 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩავიდა. ოლიმპიადას დაუბრუნდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაკრები გუნდებიც, რომლებმაც გასაგები მიზეზების გამო გამოტოვეს ხაიფას ოლიმპიადა.
ტურნირმა მეტად დაძაბულად ჩაიარა. პირველი სამი ტური ლიდერობდა ინგლისის მაკრები. მეოთხე ტურში მას სსრ კავშირის გუნდი წამოეწია. საბჭოელები ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონის, ანატოლი კარპოვის გარეშე თამაშობდნენ (მას ახლახან ჰქონდა დამთავრებული მომქანცველი მატჩი ვიქტორ კორჩნოისთან). მეოთხე და მეხუთე ტურები საბჭოელებმა და ინგლისელებმა ერთად იარეს, შემდეგ კი საბჭოთა მოჭდრაკეებმა მოახერხეს დაწინაურება. მერვე ტურის შემდეგ საბჭოელები ერთი ქულით უსწრებდნენ ამერიკელებს და ორით - უნგრელებს. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მთავარი მატჩები უკვე ნათამაშები იყო და ჩემპიონობაც შორს აღარ იყო, მაგრამ საბჭოთა მოჭადრაკეებმა აშკარად ჩააგდეს მეცხრე-მეთერთმეტე ტურები, როდესაც 12 შესაძლებლობიდან სულ 5,5 ქულა აიღეს. ამით კარგად ისარგენლეს მდევრებმა და მეთერთმეტე ტურის შემდეგ ცხრილს უკვე ამერიკელები ედგნენ სათავეში. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ უნგრელი და საბჭოთა მოჭადრაკეები.
საფინიშო აჩქარება უველაზე კარგად უნგრელებს გამოუვიდათ. მათ დარჩენილ სამ ტურში 9 ქულას მოუყარეს თავი და 50 წლის შემდეგ ისევ დაეუფლნენ ჰამილტონ-რასელის თასს. საბჭოელებმა იმავე სამ ტურში მხოლოდ 8 ქულის მოპოვება შეძლეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. კიდევ უფრო სუსტი ფინიში ჰქონდათ ამერიკელებს მათ მხოლოდ 6,5 ქულა დაუმატეს თავიანთ აქტივს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონენ.
საბჭოთა გუნდის წარუმატებლობის ძირითდი მიზეზი გუნდში ისეთი ლიდერის არყოფნა იყო, როგორებიც იყვნენ წინა ოლიმპიადაზე ანატოლი კარპოვი და მიხეილ ტალი. პირველად მოხდა რომ ვერცერთმა საბჭოთა მოჭადრაკემ ვერ მოიგო საკუთრი დაფა (არადა საბჭოეთიდან ემიგრირებულმა ვიქტორ კორჩნოიმ მოიგო, ყველაზე პრესტიჟული, პირველი დაფა). საერთოდ უარყოფითი ბალანსით დაამთავრა ტურნირი ბორის გულკომ. ყოველივე ამან კი მოიტანა ის შედეგი, რაც გუნდმა ბუენოს-აირესში აჩვენა, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა სრულებითაც არ აკნინებს უნგრელთა ბრწყინვალე გამარჯვებას.