საჭადრაკო ოლიმპიადა 1982
From Wikipedia, the free encyclopedia
30 ოქტომბერი - 16 ნოემბერი 1982 ლუცერნი, შვეიცარია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1982}} |
ლუცერნში მონაწილეთა რაოდენობამ ახალ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია - სტარტზე 91 ქვეყნის ნაკრები გუნდი დადგა. გაითვალისწინა რა წინა ორი ოლიმპიადის შედეგები, სერიოზულად მიუგდნენ საქმეს საბჭოთა მოჭადრაკეები. გუნდში ორი დებიუტანტი იყო: ალექსანდრე ბელიავსკი და არტურ იუსუპოვი. წინა ოლიმპიადისაგან განსხვავებით ჩვეულ სპორტულ ფორმაში იყვნენ ლევ პოლუგაევსკი და მიხეილ ტალი. საბჭოთა მოჭადრაკეები თავიდანვე სათავეში ჩაუდგნენ სატურნირო ცხრილს და მეცხრე - მეათე ტურის შემდეგ პრაქტიკულად გადაწყვიტეს ჰამილტონ-რასელის თასის ბედი თავის სასარგებლოდ. წინა ორი ოლიმპიადის გმირები, უნგრელები ამჯერად არ იყვნენ ჩვეულ ფორმაში. ეს განსაკუთრებით ეხებოდა მათ ლიდერს, ლაიოშ პორტიშს. ისინი მხოლოდ საპრიზო ადგილებისათვის იბრძოდნენ და იქაც წარუმატებლად. ტონს კი ამერიკელები, ჩეხები და იუგოსლავიელები იძლეოდნენ. მთელი ტურნირის მანძილზე ლიდერთა შორის იყვნენ ნიდერლანდელები და ინგლისელები.
ბოლო ტურის წინ საპრიზო ადგილებისათვის პრეტენზიას ძირითდად ჩეხოსლოვაკიის (33,5 ქულა), აშშ-ის (33 ქულა) და იუგოსლავიის (32 ქულა) გუნდები აცხადებდნენ. თავისი პრიზიორობის საკითხი პირველებმა ჩეხებმა გადაწყვიტეს. ფტაჩნიკმა მოუგო ნიდერლანდელ რეეს და ჩეხებმა 2,5-1,5 გაიმარჯვეს. ამერიკელებს მეორე ადგილისათვის 3 ქულა სჭირდებოდათ, მაგრამ შვედებთან 2,5 ქულის მოგროვების მეტი ვერც მათ შეძლეს. ამ დროს საპრიზო ადგილის დაკავების შანსი მიეცათ იუგოსლავიელებს. საჭირო იყო 4-0 დასავლეთ გერმანელებთან შეხვედრაში. ძალიან ახლოს იყვნენ იუგოსლავიელები ამ შედეგთან. 3-0 და პარტია გლიგორიჩი - ლობრონი. იუგოსლავიელთა გამოცდილი ლიდერი დიდხანს ეძებდა მოგების გზებს გფრ-ს ახალ ჩემპიონთან, ერთ მომენტში რისკზეც წავიდა და დამარცხდა. მესამე ადგილი ამერიკელებს დარჩათ.
საბჭოთა მოჭადრაკეებმა კი დაამტკიცეს, რომ 1978 და 1980 წლების ოლიმპიადების შედეგები მხოლოდ ეპიზოდი იყო გუნდის ისტორიაში და რომ სამართლიანად ითვლებიან უძლიერეს გუნდად მსოფლიოში.