საჭადრაკო ოლიმპიადა 1988
From Wikipedia, the free encyclopedia
12 - 30 ნოემბერი 1988 სალონიკი, საბერძნეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1988}} |
სალონიკში საბჭოთა გუნდის უპირატესობა უდავო იყო. მესამე ტურიდან მოყოლებული კასპაროვი და კომპანია ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ტურნირს და სხვაობაც ყოველი ტურის მერე იზრდებოდა. საბოლოოდ საბჭოელებმა ექვსი ქულით აჯობეს მდევრებს და მეჩვიდმეტედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.
სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა საპრიზო ადგილებისათვის. ამ ბრძოლაში ამერიკელები, ნიდერლანდელები, ინგლისელები, უნგრელები და იუგოსლავიელები მონაწილეობდნენ. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა გაუთვალისწინებელ მარცხს. პირველად მესამე ტურში იუგოსლავიელები დამარცხდნენ ჩინელებთან. მეოთხეში ამერიკელებმა წააგეს დანიელებთან, მეხუთეში ერთად დამარცხდნენ ნიდერლანდელები (ისლანდიელებთან) და უნგრელები (შვედებთან). სულ ბოლოს, მეექვსე ტურში, ინგლისელებმა წააგეს ინდოელებთან. მეთერთმეტე ტურისთვის წინ ინგლისელები იყვნენ - 26 ქულა, 25,5 ქულა ჰქონდათ ნიდერლანდელებს და ამერიკელებს, 25 - უნგრელებს და იუგოსლავიელებს. მეთერთმეტე ტურში უნგრელებმა 3-1 დაამარცხეს იუგოსლავიელები და 28 ქულით თავად გადავიდნენ მეორე ადგილზე. ამდენივე ქულა ჰქონდათ ინგლისელებს, რომლებმაც მატჩი ამერიკელებთან ფრედ დაამთავრეს. მეთორმეტე ტურში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინგლის - უნგრეთის და აშშ - ნიდერლანდების მატჩებს. ამერიკელები და ნიდერლანდელები დაზავდნენ, ინგლისელებმა კი 3-1 გაიმარჯვეს და მეტოქეებთან ქულანახევრიანი უპირატესობა მიიღეს. ინგლისელებმა ეტყობა დიდი ენერგია შეალიეს ამ გამარჯვებას და ბოლო ორ ტურში მხოლოდ 3,5 ქულა აიღეს, თუმცა მეორე ადგილის დასაკავებლად ესეც ეყოთ. მათ ნიდერლანდელებს (რომლებთანაც ბოლო ტურში წააგეს) კოეფიციენტებით აჯობეს, ხოლო ამერიკელებს და უნგრელებს (ესენი ბოლო ტურში ერთმანეთს დაუზავდნენ)- ნახევარი ქულით. ამ გუნდების გარდა აღსანიშნავია ფილიპინელთა წარმატებული თამაში. კარგად თამაშობდა მათი ლიდერი, ეუგენიო ტორე, რომელსაც ასევე კარგად აუბეს მხარი თანაგუნდელებმა და შედეგიც საუცხოო მიიღეს - VII ადგილი.