საჭადრაკო ოლიმპიადა 1994
From Wikipedia, the free encyclopedia
30 ნოემბერი - 17 დეკემბერი 1994 მოსკოვი, რუსეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1994}} |
მოსკოვში რუსებს უფრო გაუჭირდათ, ყოველ შემთხვევაში სხვაობამ მხოლოდ 2,5 ქულა შეადგინა. ისიც ბოლო ტურში ბოსნიელებმა აღარ გარისკეს და ბულგარელებთან მატჩი სწრაფად დაამთავრეს ფრედ. სამაგიეროდ კარგად გამოვიდა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც მესამე ადგილი გამოცდილ ინგლისელებს უკეთესი კოეფიციენტით წაართვა. ინგლისელები, რომლებიც დიდხანს მეორენი მიდიოდნენ, ბოლოსწინა ტურში რუსებთან მარცხმა (1-3) დაღუპა. არათანაბრად ითმაშეს ქართველებმა. აუხსნელი დამარცხებები ლატვიელებთან და ჩეხებთან (ამ გუნდებს ჩვენზე ნაკლები ელო ჰქონდათ). ტრადიციად ქცეული მწარე მარცხი სომხებთან და რუსებთან. თუმცა იყო კარგად ჩატარებული მატჩებიც. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა რამდენიმე გუნდთან ერთად 33,5 ქულა მოაგროვა და კოეფიციენტების გამო მეათე ადგილი დაიკავა.