საჭადრაკო ოლიმპიადა 1998
From Wikipedia, the free encyclopedia
28 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1998 ელისტა, რუსეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1998}} |
საკუთარ კედლებში რუსებს უფრო გაუჭირდათ. დიდი ბრძოლა გაუმართეს მათ ამერიკელებმა. თითქმის მთელი ტურნირი რუსები მდევრების როლში იყვნენ. ბოლო ტურის წინ ამერიკელებს 32,5 ქულა ჰქონდათ, რუსებს - 32. ბოლო ტურში მასპინძლებმა ნიდერლანდელებთან შეხვედრაში სამი ქულის აღება შეძლეს. ამერიკელები კარგა ხანს ლიდერობდნენ ჩინელებთან შეხვედრაში, მაგრამ ბოლოს კაიდანოვი დამარცხდა და მატჩიც ფრედ დასრულდა. რუსები ჩემპიონები გახდნენ, ამერიკელები კი მეორე ადგილს დასჯერდნენ. ქართველებს კარგა ხანს ჰქონდათ მესამე ადგილზე გასვლის შანსები, მაგრამ ბოლოსწინა ტურში მოულოდნელად დამარცხდნენ ლატვიელებთან და მიუხედავად ბოლო ტურში მშრალი ანგარიშით (4-0) გამარჯვებისა, მეშვიდე ადგილს ვერ ასცდნენ. კარგად ითამაშა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელმაც მცირე ოქროს (საუკეთესო პერფორმანსისათვის) და ბრინჯაოს (პირველ ადგილზე მესამე ადგილისათვის) მედლები მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ზურაბ სტურუაც მესამე დაფაზე დაკავებული მესამე ადგილისათვის.