საჰელი
From Wikipedia, the free encyclopedia
საჰელი — ეკოკლიმატური და ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონა საჰარის უდაბნოსა (ჩრდილოეთით) და სუდანის სავანას შორის (სამხრეთით). გადაჭიმულია აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე. არაბულად სიტყვა „საჰელი“ (ساحل) ზღვის ნაპირს ნიშნავს და მიანიშნებს საჰელის მცენარეულობაზე, რომელიც საჰარის ქვიშის სანაპიროებს ემიჯნება.
საჰელი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოიცავს სენეგალის, მავრიტანიის, მალის, ალჟირის, ნიგერის, ჩადის, სუდანისა და ერიტრეის ნაწილებს.