სეიშელის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
სეიშელის კუნძულები (სეიშ. Repiblik Sesel, ფრანგ. République des Seychelles, ინგლ. Republic of Seychelles) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან ცოტათი სამხრეთით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით. სეიშელის კუნძულები ტროპიკული მცენარეულობის სამშობლოა. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ განედის 4°-11°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 46°-56°-ს შორის. სეიშელის ძირითადი კუნძულები განლაგებულია კენიიდან აღმოსავლეთით 1600 კილომეტრზე და მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 1100 კილომეტრზე.
სეიშელის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: (ლათ. Finis Coronat Opus) | ||||||
ჰიმნი: Koste Seselwa |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ვიქტორია 4°37′ ს. გ. 55°27′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | სეიშელის კრეოლი, ფრანგული, ინგლისური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ჯეიმზ მიჩელი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | დენი ფორომი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 455 კმ2 (197-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 93 200 (205-ე) | ||||
- | 2010 აღწერა | 90 945 | ||||
- | სიმჭიდროვე | 199,88 კაცი/კმ2 (მე-60) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $2.317 მილიონი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $25 229 | ||||
აგი (2013) | 0.806 (ძალიან მაღალი) (46-ე) | |||||
ვალუტა | სეიშელის რუპია (SCR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+04:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+04:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | SYC | |||||
Internet TLD | .sc | |||||
სატელეფონო კოდი | 248 |
ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ფართობი — 455 კმ². ყველაზე დიდი კუნძული — მაე (142 კმ²). მასზე მდებარეობს სახელმწიფოს დედაქალაქი — ვიქტორია და საერთაშორისო აეროპორტი. სხვა მსხვილი კუნძულებია — სილუეტი, პრასლინი, ლა-დიგი. ასევე ბევრია მარჯნის მცირე და გრანიტის კუნძულები. 2020 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 97 096 ადამიანს[1][2].