სელინ დიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
სელინ მარი კლოდეტ დიონი (ფრანგ. Céline Marie Claudette Dion, დ. 30 მარტი, 1968, შარლემანი, კვებეკი, კანადა) — კანადელი მომღერალი. უნიკალური ხმის მქონე პოპ–სცენის მომღერალი. მისი პოპულარობის პიკი 1990-იანებია. 1988 წელს წარადგინა შვეიცარია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე და პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით Ne partez pas sans moi.
სწრაფი ფაქტები სელინ დიონი, ბიოგრაფია ...
სელინ დიონი | |
---|---|
სელინ დიონი 2017 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სელინ მარი კლოდეტ დიონი |
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1968 (1968-03-30) (56 წლის) |
დაბ. ადგილი | Charlemagne, კვებეკი, კანადა ან მონრეალი |
წარმოშობა | კანადა |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, როკი |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1980–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სელინ დიონი ვიკისაწყობში |
დახურვა
მიიღო გრემი, ოსკარი საუნდტრეკების შესრულებისათვის (ტიტანიკში და ა.შ.) არის ჰოლივუდის ვარსკვლავი.
2008 წლიდან არის საპატიო ლეგიონის ორდენოსანი.