სერენა უილიამსი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერენა ჯამეკა უილიამსი (ინგლ. Serena Jameka Williams; დ. 26 სექტემბერი, 1981, საგინო, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[lower-alpha 1]. ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირების 7-გზის გამარჯვებულის – ვინუს უილიამსის უმცროსი და.
უილიამსი აშშ-ის ღია პირველობაზე 2013 წელს, სადაც მან მეხუთედ მოიგო აღნიშნული ტურნირი | |||||||||||||||||||
სრული სახელი | სერენა ჯამეკა უილიამსი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Serena Jameka Williams | ||||||||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) | აშშ | ||||||||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | პალმ ბიჩ გარდენსი, ფლორიდა, აშშ | ||||||||||||||||||
დაიბადა |
26 სექტემბერი, 1981 (1981-09-26) (42 წლის) საგინო, მიჩიგანი, აშშ | ||||||||||||||||||
სიმაღლე | 175 სმ. | ||||||||||||||||||
პროფესიონალი | 1995 | ||||||||||||||||||
თამაში | მემარჯვენე | ||||||||||||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
რიჩარდ უილიამსი ორასინ პრაისი პატრიკ მურატოღლუ (2012–) | ||||||||||||||||||
ფულადი პრიზი | 88,233,301 აშშ დოლარი | ||||||||||||||||||
ოფიციალური საიტი | serenawilliams.com | ||||||||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 801–136 (85.49%) | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 72 | ||||||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (8 ივლისი, 2002) | ||||||||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | მე-16 (10 სექტემბერი, 2018)[1] | ||||||||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015, 2017) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2002, 2013, 2015) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014) | ||||||||||||||||||
სხვა ტურნირები | |||||||||||||||||||
დიდი სლემის თასი | გამარჯვება (1999) | ||||||||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (2001, 2009, 2012, 2013, 2014) | ||||||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2012) | ||||||||||||||||||
წყვილები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 187–33 (85%) | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 23 | ||||||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (21 ივნისი, 2010) | ||||||||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 181-ე (2 ივლისი, 2018) | ||||||||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2001, 2003, 2009, 2010) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1999, 2010) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2000, 2002, 2008, 2009, 2012, 2016) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1999, 2009) | ||||||||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | |||||||||||||||||||
ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2009) | ||||||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2000, 2008, 2012) | ||||||||||||||||||
შერეული წყვილები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 27–4 (87.1%) | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 2 | ||||||||||||||||||
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | ფინალი (1999) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1998) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1998) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1998) | ||||||||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||||||||
ფედერაციის თასი | გამარჯვება (1999) | ||||||||||||||||||
ჰოპმანის თასი | გამარჯვება (2003, 2008) | ||||||||||||||||||
მედლები
| |||||||||||||||||||
ბოლოს განახლდა: 12 სექტემბერი, 2018. |
უილიამსს ერთეულებში 23 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 7 უიმბლდონი, 7 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 აშშ-ის ღია პირველობა და 3 საფრანგეთის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი მხოლოდ მარგარეტ კორტს ჩამორჩება. ამერიკელი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც 10 სლემი აქვს მოგებული ორ სხვადასხვა ათწლეულში და ასევე ერთადერთი, რომელმაც ოთხიდან სამი სლემი მინიმუმ 6-ჯერ მოიგო ერთეულთა თანრიგში. 2002–03 და 2014–15 წლებში, უილიამსი ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს. ამერიკელმა ასევე მოიგო 5 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში უილიამსს WTA-ის 72 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 319 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.
წყვილებში სერენას ვინუსთან ერთად 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 6 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 საფრანგეთის ღია პირველობა და 2 აშშ-ის ღია პირველობა. იგი 8 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს. უილიამსს ასევე 2 დიდი სლემის ტურნირი აქვს შერეულ წყვილებში მოგებული – 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა ბელარუს მაქს მირნისთან ერთად.
ოლიმპიურ თამაშებზე, უილიამსმა ერთეულებში 1 ოქროს მედალი და წყვილებში 3 ოქროს მედალი მოიგო. სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ ფედერაციის თასზე და ორჯერ ჰოპმანის თასზე გაიმარჯვა აშშ-ის ნაკრებთან ერთად.