სირიული ლიტერატურა
From Wikipedia, the free encyclopedia
სირიული მოზაიკა — კლასიკური ჩვეულებრივ გულისხმობს ქრისტიანულ ლიტერატურას, რომელიც იქმნებოდა III-XIV საუკუნეებში არამეული ენის ედესურ დიალექტზე — სირიულ ენაზე. ქრისტიანულ ლიტერატურას წინ უსწრებდა წარმართული. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ლიტერატურული ძეგლი სირიულ ენაზე — სამოსატელი მარა ბარ სერაფიონის „იესუ — იუდეველთა ბრძენი მეფე“ — წარმართული ხასიათის თხზულებაა. იგი I საუკუნეს განეკუთვნება. წარმართული ლიტერატურის ნიმუშები მოგვიანებითაც გვხვდება.