სლოვაკეთის ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
სლოვაკეთის სახელმწიფო ჰიმნი (სლოვაკ. Nad Tatrou sa blýska — ნათელი ტატრებზე) — სლოვაკეთის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და გერბთან ერთად. ჰიმნი ოფიციალურად დამტკიცდა 1993 წლის 1 იანვარს. მისი მუსიკა ფოლკლორულია, ტექსტი კი 1848 წელს შექმნა ჯანკო მატუსკამ.