სტეფან უროშ III
From Wikipedia, the free encyclopedia
სტეფან უროშ III ცნობილი როგორც სტეფან დეჩანელი (დ. 1285 — გ. 11 ნოემბერი, 1331) — სერბეთის მეფე 1322–1331 წლებში. მეფე სტეფან მილუტინის და სერბი არისტოკრატი ელენას ვაჟი. მეფეების, სტეფან დუშანის და სიმეონ უროშის მამა. მისი მეტსახელი უკავშირდება დეჩანის მონასტერს, რომელიც მისივე ბრძანებით აიგო. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სტეფან დეჩანელი წმინდანად შერაცხა.