სხალთის ეპარქია
From Wikipedia, the free encyclopedia
სხალთის ეპარქია — საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, 2006 წლის 21 დეკემბერს გამართული წმიდა სინოდის განჩინებით ბათუმისა და სხალთის ეპარქია გაიყო და შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით სხალთის ეპარქიის პირველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა დეკანოზი გრიგოლი (გოჩა აბულაძე), რომელსაც ბერად აღკვეცისას ეწოდა სახელი სპირიდონი და იკურთხა ეპისკოპოსად. ეპარქია მოიცავს ზემო (მაღალმთიან) აჭარას, რომელშიც შედის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. კათედრა სხალთაში და ხულოში, რეზიდენცია ხულოში და ხიჭაურში.
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია ...
სხალთის ეპარქია | ||
სხალთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი | ||
ძირითადი ინფორმაცია | ||
---|---|---|
ქვეყანა : | საქართველო | |
ფართობი : | 1750 კმ² | |
მოსახლეობის რაოდენობა : | 55 131 კაცი | |
ეპარქიალური ცენტრი : | დაბა ხულო, სოფელი ხიჭაური | |
დაარსდა : | 2006 წლის 21 დეკემბერი | |
საკათედრო ტაძარი : | სხალთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი | |
მეორე საკათედრო ტაძარი : | ხულოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარი | |
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : | სხალთის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე | |
მმართ. ეპისკოპოსი : | სპირიდონი (აბულაძე) | |
მმართ. დასაწყისი : | 2006 წლის 24 დეკემბერი | |
დახურვა