ტაკლობანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაკლობანი (ოფიციალურად ქალაქი ტაკლობანი; ტაგ: Lungsod ng Tacloban; ვარ: Syudad han Tacloban) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის (რეგიონი VIII) რეგიონული ცენტრი. ქალაქი ლეიტეს პროვინციისგან დამოუკიდებელია, თუმცა მის პროვინციულ დედაქალაქს წარმოადგენს. 2015 წლის აღწერით ტაკლობანის მოსახლეობის რაოდენობა 242 089 ადამიანია და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში პირველია. ტაკლობანი ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 580 კმ-ით (360 მილი) არის დაშორებული.
ტაკლობანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 11°15′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1770 |
ფართობი | 201.72 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 40 მეტრი |
მოსახლეობა | 251 881 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 53 |
საფოსტო ინდექსი | 6500 |
ოფიციალური საიტი | https://www.tacloban.gov.ph/ |
მცირე ხნის მანძილზე, 1944 წლის 20 ოქტომბრიდან 1945 წლის 27 თებერვლამდე ტაკლობანი ფილიპინების დედაქალაქი იყო. აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტის პოლიტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული ფართო გამოკლვევის მიხედვით (გამოქვეყნდა 2010 წლის ივლისში) ტაკლობანი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით მე-5 ქალაქია ფილიპინებში.[2] 2013 წლის 8 ნოემბერს ქალაქი ტაიფუნმა ჰაიანმა გაანადგურა. ტაიფუნებმა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა 1897 და 1912 წლებშიც.[3] 2015 წლის 17 იანვარს ფილიპინებში ვიზიტის დროს რომის პაპი ფრანცისკე ტაკლობანსაც ეწვია.