ტიგრანაკერტის ბრძოლა — მესამე მითრიდატული ომის ბრძოლა რომის რესპუბლიკის და დიდი სომხეთის ჯარებს შორის, რომელიც მოხდა ძვ. წ. 69 წლის 6 ოქტომბერს დიდი არმენიის დედაქალაქ ტიგრანაკერტის მახლობლად. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა იყო სომხების მხარეზე, ბრძოლა დასრულდა სომხეთის გამანადგურებელი მარცხით. იგი დასრულდა მათი დამარცხებით, რის შემდეგაც დაიწყო ტიგრან II-ის სახელმწიფოს სწრაფად დაშლის პროცესი - ვასალი მეფეების დაცემა, პართიის მეფის ფრატ III-ის ჯარების შემოჭრა სომხეთში და თვით ტიგრანის შვილების აჯანყება, რამაც სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი მიიყვანა რომის ახალი სარდლის გნეუს პომპეუსის წინაშე კაპიტულაციამდე. ბრძოლის პირდაპირი შედეგია რომაელთა მიერ დიდი არმენიის დედაქალაქის - ტიგრანაკერტის დაპყრობა.
სწრაფი ფაქტები ტიგრანაკერტის ბრძოლა, თარიღი ...
ტიგრანაკერტის ბრძოლა |
---|
|
თარიღი |
ძვ.წ. 69 წლის 6 ოქტომბერი |
---|
მდებარეობა |
ტიგრანაკერტი; დიდი არმენია; თანამედროვე თურქეთი |
---|
შედეგი |
რომაელთა გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
40 000, მათ შორის
24 000 რომაული ქვეითი, 3300 რომაელი და 10 000 გალელი და თრაკიელი ცხენოსანი და ბითინიის ქვეითი ჯარი |
100 000-დან 250 000-მდე, სხვადასხვა მონაცემებით |
|
დანაკარგები |
---|
უცნობია |
10 000-დან 100 000-მდე, სხვადასხვა მონაცემებით |
|
დახურვა