ტონგა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტონგა (ტონგური ენა — Tonga, ინგლ. Tonga), ოფიციალურად ტონგის სამეფო (ტონგური ენა — Puleʻanga Fakatuʻi ʻo Tonga, ინგლ. Kingdom of Tonga) — სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება დაახლოებით 170 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია. მდებარეობს მონაკვეთზე, რომელიც აერთიანებს ახალ ზელანდიასა და ჰავაის, სამხრეთ სამოასა და აღმოსავლეთ ფიჯის. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამოას, აღმოსავლეთით ნიუეს ხოლო დასავლეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს. საერთო ფართობია — 748 კმ². ქვეყნის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 103 252 ადამიანს[1][2]. ქვეყნის დედაქალაქია — ნუკუალოფა.
ტონგის სამეფო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Ko e ʻOtua mo Tonga ko hoku tofiʻa | ||||||
ჰიმნი: Ko e fasi ʻo e tuʻi ʻo e ʻOtu Tonga |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ნუკუალოფა 21°08′ ს. გ. 175°12′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ტონგური, ინგლისური | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | ტუპოუ VI | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | პოჰივა ტუ'ი'ონეტოა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 748 კმ2 (186-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 112 000 (194-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 103 252 (2011 წელი) | ||||
- | სიმჭიდროვე | 153 კაცი/კმ2 (76-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $817 მილიონი (167-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $7984 (76-ე) | ||||
აგი (2007) | 0.819 (მაღალი) (55-ე) | |||||
ვალუტა | პაანგა (TOP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+13:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+14:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | TON | |||||
Internet TLD | .to | |||||
სატელეფონო კოდი | 676 |
ტონგას კუნძულები პირველად ევროპელებმა აღმოაჩინეს 1616 წელს, ესენი იყვნენ ნიდერლანდელი ზღვაოსნები ვილემ სხაუტენი და იაკობ ლემერი. 1900 წელს არქიპელაგი გახდა ბრიტანეთის იმპერიის პროტეჟე სახელმწიფო, თუმცა ტონგა ინარჩუნებდა თვითმმართველობის ყველა უფლებებს. დამოუკიდებლობა ტონგამ მიიღო 1970 წელს. ტონგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიის და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.
ტონგა დღეისთვის ერთადერთი სამეფოა წყნარი ოკეანის კუნძულ-ქვეყნებს შორის.