ტრიპოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრიპოლი (არაბ. طرابلس — ტარაბულუსი, ასევე طرابلس الغرب — ტარაბულუს-ელ-ღარბი) — ლიბიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. ასევე ცნობილია, როგორც დასავლეთი ტრიპოლი, რათა განსხვავდეს ლიბანის ქალაქ ტრიპოლისგან.
ეს სტატია ლიბიის ქალაქის შესახებაა. ქალაქისთვის ლიბანში, იხილეთ ტრიპოლი (ლიბანი). სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ტრიპოლი (მრავალმნიშვნელოვანი) |
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ტრიპოლი طرابلس | |||
| |||
ქვეყანა | ლიბია | ||
კოორდინატები | 32°54′00″ ჩ. გ. 13°11′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | ძვ. წ. VII საუკუნე | ||
ფართობი | 400 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 81 მ | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 1 065 405 კაცი (2006) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 21 | ||
ოფიციალური საიტი | tripoli.info | ||
ტრიპოლი ბერძნული სახელია და „სამ ქალაქს“ ნიშნავს.
2006 წლის აღწერის მონაცემებით, ტრიპოლის მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა 1 065 405 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს კიდეზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ტრიპოლი ლიბიის უმთავრესი ნავსადგური, კომერციული და საწარმოო ცენტრია. ქალაქში მდებარეობს ალ-ფატეჰის უნივერსიტეტი.
ტრიპოლი დაარსდა ძვ. წ. VII საუკუნეში ფინიკიელების მიერ, რომლებიც მას ოეას ეძახდნენ.[1] არსებობის ხანგრძლივი ისტორიის წყალობით, ქალაქში მრავლადაა არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლი.
კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია — ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ცივი, მწირნალექიანი ზამთრით.