ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა პროკოფის ბაზილიკა (ჩეხ. Bazilika svatého Prokopa) — რომანულ-გოტიკური სტილის ქრისტიანული ეკლესია ჩეხეთის ქალაქ ტრშებიჩში. აშენდა 1240-1280 წლებში, ბენედიქტელთა მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოს ადგილას. 2002 წელს გაფორმდა ჩეხეთის ეროვნულ-კულტურულ მონუმენტად, როგორც „წმინდა პროკოფის მონასტრის" ნაწილი. 2003 წელს კი ტრშებიჩის ებრაულ კვარტალთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
სწრაფი ფაქტები ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ტრშებიჩის წმინდა პროკოფის ბაზილიკა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°13′01″ ჩ. გ. 15°52′25″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1052 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
თავდაპირველად ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო, წმინდა პროკოფის სახელზე კი აშენებიდან 500 წლის იუბილეზე, 1704 წელს იკურთხა.