ტულუზა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტულუზა (ფრანგ. Toulouse (გამოითქმის [tuluz] სტანდ. ფრანგულად, და [tuˈluzə] ადგილობრივ აქცენტზე; ოქსიტ. Tolosa, გამოითქმის [tuˈluzɔ]) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, მდინარე გარონაზე. საფრანგეთის სიდიდით მე-4 ქალაქი (პარიზის, მარსელისა და ლიონის შემდეგ). 2021 წლის მონაცემებით, ქალაქში 504 078 ადამიანი ცხოვრობს,[4] ალგომერაციის ტერიტორიაზე კი — 1 490 640. ტულუზა საფრანგეთის 22 მეტროპოლიდან ერთ-ერთის ცენტრია. 2014-2020 წლებში ტულუზის ალგომერაცია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იყო იმ აგლომერაციებს შორის, რომელთა მოსახლეობა 500 000-ს აღემატებოდა.[5]
პრეფექტურა და კომუნა | |||||
---|---|---|---|---|---|
ტულუზა ფრანგ. Toulouse ოქსიტ. Tolosa | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
რეგიონი | ოქსიტანიაოქსიტანია | ||||
დეპარტამენტი | ზემო გარონა | ||||
შიდა დაყოფა | Q57248386?, Q57248498?, Q57248781?, Q57249047?, Q57249200? და Q57249352? | ||||
კოორდინატები | 43°36′16″ ჩ. გ. 1°26′38″ ა. გ. | ||||
მერი | ჟან-ლუკ მუდენკი[1] | ||||
პირველი ხსენება | ძვ. წ. 106 | ||||
ფართობი | 118,3 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 141 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 504 078 (1 იანვარი, 2021)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 31000[3] , 31100[3] , 31200[3] , 31300[3] , 31400[3] და 31500[3] | ||||
ოფიციალური საიტი | toulouse.fr | ||||
ტულუზა ევროპის საჰაერო ინდუსტრიის ცენტრია. აქ მდებარეობს Airbus-ის, SPOT-ის თანამგზავრული სისტემისა და ATR-ის შტაბ-ბინები, ასევე ტულუზის კოსმოსური ცენტრი, რომელიც ევროპის უდიდესი ეროვნული კოსმოსური ცენტრია. გარდა ამისა, აქვე მდებარეობს ნატოს კოსმოსური ცენტრი, ასევე საფრანგეთის კოსმოსური სარდლობა და აკადემია.[6][7]