უბიკი
ფილიპ დიკის რომანი / From Wikipedia, the free encyclopedia
უბიკი (ინგლ. Ubik) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ. კ. დიკის, 1969 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი. მოქმედება მომავლის 1992 წელს მიმდინარეობს, სადაც ექსტრასენსულ უნარებს კორპორატიულ ჯაშუშობაში იყენებენ, ტექნოლოგიების საშუალებით კი გარდაცვლილ ადამიანებს ხანგრძლივი ჰიბერნაციის მდგომარეობაში ამყოფებენ.[1] რომანის პროტაგონისტია ტექნიკოსი ჯო ჩიპი, იგი რეალობაში უცნაური ცვლილებების განცდას იწყებს, რის დროებით შეჩერებაშიც მას მაღაზიაში შეძენილი მისტიური სუბსტანცია უბიკი ეხმარება.[2]
სწრაფი ფაქტები „უბიკი“, ავტორი ...
„უბიკი“ | |
---|---|
| |
ავტორი | ფილიპ კინდრედ დიკი |
ენა | ამერიკული ინგლისური |
გამომცემელი | Doubleday |
გამოცემის თარიღი | 1969 |
დახურვა
„უბიკი“ დიკის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნაშრომია. 2009 წელს რომანი მოხვდა ჟურნალი ტაიმის სიაში „100 საუკეთესო რომანი 1923 წლიდან“.[2]