უესკის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
უესკის პროვინცია (ესპ. Huesca, არაგ. Uesca) შედის არაგონის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 202 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
უესკის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: ალტო-გალიეგო, ბახო-სინკა, სინკა-მედიო, ოია-დე-უესკა, ხასეტანია, ლა-ლიტერა, მონეგროსი, რიბაგორსა, სობრარბე, სომონტანო-დე-ბარბასტრო.
უესკის პროვინციის ფართობია 15 636 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 222 687 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია უესკა, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდია საბინიანიგო (586,8 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ბანასტასი (4,7 კმ²)[4].