უმცირესობათა ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
უმცირესობის ენა — ენა, რომელზეც საუბრობს ტერიტორიის მოსახლეობის უმცირესობა . ასეთ ხალხს ენობრივ უმცირესობებს უწოდებენ (ინგლისურად ტერმინის ორი ვარიანტია linguistic minorities და language minorities). მსოფლიოში საერთაშორისოდ აღიარებული 196 სუვერენული სახელმწიფო (2019 წლის მდგომარეობით)[1] და დაახლოებით 5000-დან 7000 ენაა,[2] რომელთა უმეტესობა უმცირესობათა ენებს განეკუთვნება ყველა ქვეყანაში. ზოგიერთი უმცირესობის ენა ამავდროულად ოფიციალური ენებიცაა, მაგალითად, ირლანდიაში ირლანდიური ან ბოლივიის მრავალი მკვიდრი ენა . ანალოგიურად, ზოგიერთი ეროვნული ენა ხშირად მიიჩნევა უმცირესობის ენად, რამდენადაც ისინი უსახელმწიფო ერის ნაციონალური ენები შეიძლება იყოს.