უჟანგავი ფოლადი
რთულად ლეგირებული ფოლადი, რომელიც მედეგია ატმოსფერულ პირობებში ჟანგვისა, ხოლო აგრესიულ გარემო / From Wikipedia, the free encyclopedia
უჟანგავი ფოლადი — რთულად ლეგირებული ფოლადი, რომელიც მედეგია ატმოსფერულ პირობებში ჟანგვისა, ხოლო აგრესიულ გარემოში კოროზიის მიმართ. უჟანგავი ფოლადი ქიმიური შედგენილობის მიხედვით არის ქრომიანი, ქრომონიკლიანი, ქრომმანგანუმნიკლიანი, ქრომმანგანუმაზოტიანი და სხვა. მათი ძირითადი მალეგირებელი ელემენტებია Cr, Ni, Mn, Si, Mo, Cu. საკონსტრუქციო მასალად იქნებენ მარტენსიტული (13% Cr), ნახევრად ფერიტული (17% Cr) და ფერიტული (25% Cr) კლასის უჟანგავ ფოლადს. ძლიერ მჟავებსა (გოგირდის, ფოსფორის, ფთორის) და მათ ნარევებში კოროზიამედეგია მაღალქრომნიკლიანი Mo, Cu, Si-ით (სხვადასხვა შეფარდებით) ლეგირებული უჟანგავი ფოლადი.