ურუგვაის შეიარაღებული ძალები
From Wikipedia, the free encyclopedia
ურუგვაის შეიარაღებული ძალები (ესპ: Fuerzas armadas del Uruguay ან FF.AA. del Uruguay) — ურუგვაის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ურუგვაის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია (Ejército Nacional), სამხედრო-საჰაერო ძალები (Fuerza Aérea Uruguaya), სამხედრო-საზღვაო ძალები (Armada Nacional).
ურუგვაის შეიარაღებული ძალები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ურუგვაის შეიარაღებული ძალები Fuerzas armadas del Uruguay' | ||||||||
დაარსდა 1828 წელს | ||||||||
შტაბი | მონტევიდეო, ურუგვაი | |||||||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია: | ||||||||
სახმელეთო ძალები/არმია | არმია | |||||||
სამხედრო-საჰაერო ძალები | სამხედრო-საჰაერო ძალები | |||||||
სამხედრო-საზღვაო ძალები | სამხედრო-საზღვაო ძალები | |||||||
ხელმძღვანელობა | ||||||||
მთავარსარდალი | პრეზიდენტი ხოსე მუხიკა | |||||||
მინისტრი | ელეუტერიო ფერნანდეს უიდობრო | |||||||
მინისტრის წოდება | ურუგვაის თავდაცვის მინისტრი | |||||||
შემადგენლობა | ||||||||
სამხედრო ასაკი | 18-49 | |||||||
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის | 831 297, ასაკი 15–49 (2003 მონაც.) | |||||||
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის | 672 030, ასაკი 15–49 (2003 მონაც.) | |||||||
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს | ||||||||
აქტიური სამხედრო პერსონალი | 24 000 (2001[1]) | |||||||
სარეზერვო სამხედრო პერსონალი | ||||||||
ინდუსტრია და დანახარჯები | ||||||||
ბიუჯეტი | $492 მილიონი (2008) | |||||||
მშპ-ის პროცენტი | 1.1% (2008) | |||||||
საგარეო მომწოდებლები | აშშ ბრაზილია არგენტინა ისრაელი კანადა რუსეთი სინგაპური | |||||||
ქვეყნის არმიის შემადგენლობაში 16 800, სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში 6000, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში 3 000 ჯარისკაცი ირიცხება. 2003 წლის თებერვლიდან, ურუგვაის 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს გაეროს 12 სამშვიდობო მისიაში. ჯარისკაცთა დიდი ჯგუფი იმყოფება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკასა და ჰაიტიში. ასევე 85 კაციანი კონტიგენტი სინის ნახევარკუნძულზეა.