ფამუქ-ქალე
From Wikipedia, the free encyclopedia
ფამუქ-ქალე, ან ფამუქალე (თურქ. Pamukkale — „ბამბის ციხე") — თერმული წყლების ბუნებრივი საცავი თურქეთის დენიზლის პრონვიციაში, ტურისტული ღირსშესანიშნაობა.
სწრაფი ფაქტები ფამუქ-ქალე და იერაპოლისი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ფამუქ-ქალე და იერაპოლისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | i, iii, v, vii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 37°55′23″ ჩ. გ. 29°07′26″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) |
ნომერი | 485 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
წყალი, რომელიც მთის ფერდობებიდან ჩამოდის ქმნის კირქვის ბუნებრივ ავზებსა და კედლებს. ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე წარმოიქმნა კალციუმით გაჯერებული თერმული წყლების მარილების ნადებით. 1988 წელს ეს ადგილი იერაპოლისის ნანგრევებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.
უძველესი ქალაქი იერაპოლისი თეთრი "ციხის" თავზე იყო აგებული. ეს არე სიგრძით 2700 მეტრია და 160 მ სიმაღლეზეა. მისი დანახვა შესაძლებელია ხეობის მოპირდაპირე ბორცვიდან ქალაქ დენიზლიდან, რომელიც მისგან 20 კმ-ით არის დაშორებული.