ფერგი (მომღერალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სტეისი ენ ფერგი ფერგიუსონი (ინგლ. Stacy Ann Fergie Ferguson; დ. 27 მარტი, 1975, ჰასინდა ჰეითსი, კალიფორნია, აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ფერგი — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და მსახიობი. ის იყო ჯგუფ The Black Eyed Peas-ის წევრი. სადებიუტო სოლო ალბომი, The Dutchess, გამოუშვა 2006 წელს. ნამუშევარს კომერციული წარმატება ხვდა წილად და სამი სინგლი ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა: „London Bridge", „Glamorous" და „Big Girls Don't Cry".[1]
ფერგი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტეისი ენ ფერგი ფერგიუსონი |
დაბ. თარიღი | 27 მარტი, 1975 (1975-03-27) (49 წლის) |
დაბ. ადგილი | Whittier |
წარმოშობა | ჰასინდა ჰეითსი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი, მსახიობი |
აქტიური | 1984 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | fergie.com |
ფერგი ვიკისაწყობში |
კარიერის დასაწყისში იყო გოგონების ჯგუფის, Wild Orchid-ის წევრი. 2001 წელს დატოვა ჯგუფი და გახდა The Black Eyed Peas-ის წევრი. მან ბენდთან ერთად გამოუშვა ორი ალბომი, 2006 წელს კი გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი The Dutchess. ამის შემდეგ განაგრძო თანამშრომლობა The Black Eyed Peas-თან და გამოუშვა კიდევ ორი ალბომი, The E.N.D. (2009) და The Beginning (2010). მუსიკოსის მეორე სოლო ალბომი Double Dutchess 2017 წელს გამოვიდა.
ფერგიმ ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა Poseidon (2006), Grindhouse (2007) და Nine (2009). მან თავისი პირველი სუნამო Outspoken გამოუშვა Avon-თან თანამშრომლობით 2010 წლის მაისში. მუსიკოსის ფეხსაცმლის ხაზი, Fergie Footwear, გამოვიდა 2009 წელს.[2]