ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010 ჯგუფი H
From Wikipedia, the free encyclopedia
H ჯგუფში თამაშები 16 ივნისიდან 25 ივნისამდე გაიმართება. ჯგუფი შედგება ესპანეთის, შვეიცარიის, ჰონდურასის და ჩილეს ნაკრებებისგან. ჩილე და ესპანეთი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში იყვნენ, მაშინ ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ესპანეთმა შეძლო. ჩილე და შვეიცარია ერთ ჯგუფში იყვნენ 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჩილე მასპინძლის რანგში მოგვევლინა და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. შვეიცარიასა და ესპანეთსაც უთამაშიათ ერთ ჯგუფში შორეულ 1966 წელს, მაშინ ჯგუფიდან გასვლა ვერცერთმა მოახერხა, ხოლო ჰონდურასი და ესპანეთი ერთ ჯგუფში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ.
მთავარი სტატია: ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2010.
ჯგუფის გამარჯვებული G ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდა, ხოლო მეორეადგილოსანი G ჯგუფის პირველადგილოსანს.