ფილიპ VI (საფრანგეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპ VI დე ვალუა (ფრანგ. Philipe VI de Valois), მეტსახელად იღბლიანი (ფრანგ. le Fortuné; დ. 1293, ფონტენბლო, საფრანგეთი — გ. 22 აგვისტო, 1350, ნოჟენ-ლე-რუა, საფრანგეთი) — საფრანგეთის პირველი მეფე ვალუას დინასტიიდან 1328-50 წლებში. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი.
ფილიპ VI დე ვალუა | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 29 მაისი, 1328 |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1328 |
მმართ. დასასრული: | 22 აგვისტო, 1350 |
წინამორბედი: | შარლ IV კაპეტი |
მემკვიდრე: | ჟან II ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1293 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 22 აგვისტო, 1350, (57 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნოჟენ-ლე-რუა, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ჟანა ბურგუნდიელი (ქ. 1313 - გარდ. 1349) ბლანკა ნავარელი (ქ. 1350) |
შვილები: |
ჟან II, საფრანგეთის მეფე ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი ჟანა |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლი, ვალუას გრაფი |
დედა: | მარგარიტა, ანჟუს გრაფინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
როდესაც ფილიპ IV-ის სამივე ვაჟი უძეოდ დაიღუპა, ტახტზე მისი ძმის შვილი ფილიპ VI ავიდა. მიუხედავად საფრანგეთში მოქმედი სალიკური კანონისა, რომლის მიხედვითაც ქალს მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა, ფილიპ IV-ის ასულის, იზაბელა ფრანგის ვაჟმა, ედუარდ III-მ საფრანგეთის ტახტზე პრეტენზია მაინც განაცხადა, რასაც მოჰვა ასწლიანი ომის დაწყება, რაც საბოლოოდ ისევ ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.
1346 წელს ფილიპი სასტიკად დამარცხდა კრესის ბრძოლაში, რასაც 1347 წელს კალეს ორასი წლით დაკარგვა მოჰყვა. ამასთან ერთად გავრცელდა შავი ჭირიც, რომელმაც შეიწირა ფილიპეს ცოლიც და საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარიც.
1349 წელს მოიერთა დოფინე და დააარსა დოფინის თანამდებობა, პირველი დოფინი კი მისი შვილიშვილი შარლი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ჟან II კეთილი ავიდა.