ფინ ვულფჰარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფინ ვულფჰარდი (ინგლ. Finn Wolfhard; დ. 23 დეკემბერი, 2002) — კანადელი მსახიობი და მუსიკოსი, რომელმაც სახელი გაითქვა მაიკ უილერის როლით ტელესერიალში „უცნაურ ამბები“, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე „ის“. აგრეთვე იყო როკ-ჯგუფ Calpurnia-ს წამყვანი ვოკალისტი, სანამ ეს უკანასკნელი 2019 წლის ნოემბერში არ დაიშლებოდა.[1]
ვულფჰარდი დაიბადა 2002 წლის 23 დეკემბერს[2] ერიკ და ლილი ვოლფჰარდების ოჯახში. მას აგრეთვე ჰყავს ძმა — ნიკი.[3]
ვულფჰარდმა მსოფლიო აღიარება Netflix-ის ტელესერიალ „უცნაურ ამბებში“ მონაწილეობით მოიპოვა.