ფლანერი ო’კონორი
From Wikipedia, the free encyclopedia
მერი ფლანერი ო’კონორი (ინგლ. Mary Flannery O'Connor; დ. 25 მარტი, 1925 — გ. 3 აგვისტო, 1964) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი და ესეისტი. მისი შემოქმედება 2 რომანს, 32 მოთხრობას და არაერთ რეცენზიასა თუ კომენტარს მოიცავს.
სწრაფი ფაქტები ფლანერი ო’კონორი, დაბადების თარიღი ...
ფლანერი ო’კონორი | |
---|---|
ინგლ. Mary Flannery O'Connor | |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1925(1925-03-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | სავანა |
გარდაცვალების თარიღი | 3 აგვისტო, 1964(1964-08-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (39 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მილეჯვილი |
დასაფლავებულია | მემორი ჰილის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[8] , რომანისტი და ესეისტი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | აიოვის უნივერსიტეტი და Georgia College & State University |
Magnum opus | ბრძენი სისხლი, The Violent Bear It Away, კარგი კაცი სანთლით საძებარია, The Complete Stories და Everything That Rises Must Converge |
ჯილდოები | წიგნების ეროვნული პრემია[9] , Georgia Women of Achievement და ო. ჰენრის პრემია |
ხელმოწერა | |
დახურვა
დაიბადა სავანაში, ჯორჯია; ედვარდ და რეგინა კლაინ ო’კონორთა ერთადერთი შვილი იყო. მამამისს 1937 წელს ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს და 1941 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მამის სიკვდილი ღრმა კვალს ტოვებს ფლანერის ცხოვრებაში.