ფოთლოვანი აბედა
ბაზიდიუმიანი სოკო / From Wikipedia, the free encyclopedia
ფოთლოვანი აბედა, ხუჭუჭა აბედა (ლათ. Grifola frondosa) — ბაზიდიუმიანი სოკო მერიპილუსისებრთა ოჯახისა. დიამეტრში აღწევს 80 სმ-ს, მასაში — 10 კგ-მდე. შედგება მრავალრიცხოვანი ბრტყელი წვრილი ტალღოვანი ნახევარწრიული რუხ-ზეთისხილისფერი ქუდებისაგან (4–10 სმ დიამეტრის), რომლებიც საბოლოოდ ერთ ძირზე შეერთებულ დატოტვილ ფეხებზე სხედან. აქვს ძლიერი კაკლის სუნი. საჭმელად ვარგისია. გავრცელებულია ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ტყეებში. ძირითადად იზრდება ფოთლოვანი ხეების ძირებში. პარაზიტი სოკოა, იწვევს ფესვებისა და ხის ტანის (ძირში) სიდამპლეს.[2]
სწრაფი ფაქტები ფოთლოვანი აბედა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ფოთლოვანი აბედა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Grifola frondosa (Dicks.) Gray (1821) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
დახურვა