ფორმალდეჰიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორმალდეჰიდი (სისტემური სახელწოდება: მეთანალი) — ორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით CH2O ან (H−CHO). არის ალდეჰიდების ჯგუფის წარმომადგენელი და უმარტივესი ალდეჰიდი. სახელი ფორმალდეჰიდი ომდინარეობს კარბომჟავა ჭიანჭველამჟავისგან. ფორმალდეჰიდი არის მრავალი სხვა ნივთიერების დასამზადებად საჭირო საწყისი პროდუქტი. 1996 წელს ფორმალდეჰიდის წლიური მოხმარება 8,7 მილიონ ტონას შეადგენდა[5]. ინდუსტრიაში მას ძირითადად იყენებენ პოლიმერების დასამზადებლად.
სწრაფი ფაქტები ზოგადი, ფიზიკური თვისებები ...
ფორმალდეჰიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ფორმალდეჰიდი[1]; მეთანალი. |
ტრადიციული სახელწოდება | მეთილ ალდეჰიდი; მეთილენ გლიკოლი; კარბონილის ჰიდრიდი. |
ქიმიური ფორმულა | CH2O |
მოლური მასა | 30.026 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.8153 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | -92 °C |
დუღილის ტემპერატურა | -19 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 13.27 [2][3] |
სტრუქტურა | |
დიპოლური მომენტი | 2.330 დ |
უსაფრთხოება | |
LD50 | 100 [4] |
დახურვა
მისი ფართო გამოყენება თავისი არასტაბილურობისა და მომწამლაობის გათვალისწინებით საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯამრთელობას[6]. 2011 წელს აშშ-ის ტოქსიკოლოგიის ეროვნულმა პროგრამამ აღწერა, რომ ფორმალდეჰიდს აქვს კანცეროგენული თვისებები[7][8][9].