ყელსახვევიანი წინტალა
From Wikipedia, the free encyclopedia
ყელსახვევიანი წინტალა,[1] საყელოიანი წინტალა[2] (ლათ. Charadrius hiaticula) — ფრინველი წინტალების ქვერიგის მეჭვავიის გვარისა. მისი სხეულის სიგრძეა 18–20 სმ, მასა 55–73 გრამი. ტანი ჰორიზონტალურადაა დაყენებული, ფრთები გრძელი და მახვილია. ზურგი შეფერილია მორუხო-მურად; კეფასა და თავის გვერდებზე გასდევს გარდიგარდმო შავი ზოლები, კისერზე შავი რგოლი აქვს, რომელიც მკერდზე ფართოვდება და წარმოქმნის „ყელსახვევს“ (აქედან სახელწოდება); შუბლი, ყელი, კისერი და სხეულის ქვედა მხარე თეთრია. ნისკარტის წვერი შავი, მისი ფუძე და ფეხები ნარინჯისფერი. დედალ-მამალი ერთმანეთს ჰგავს. უმთავრესად გავრცელებულია არქტიკისა და სუბარქტიკის ზღვის სანაპიროებსა და შიდა წყალსატევებზე; დასავლეთ ევროპაში გვხვდება ზომიერ განედებშიც. იზამთრებს ხმელთაშუა და წითელი ზღვების, სპარსეთის ყურის სანაპიროებზე და აფრიკაში.[3] საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.[1] იკვებება მრავალნაირი უხერხემლოებით, რომლებსაც მიწის ზედაპირზე აგროვებს, ხშირად — ტალახში მიქცევის დროს. ცალკეულ წყვილებად ბუდობენ ქვიშიან, კენჭიან და ნიჟარებიან ცელებზე, სანაპიროს დიუნების ძირში, იშვიათად ღორღიან ტუნდრაში. საბუდარი ორმო ჩვეულებრივ საფენის გარეშეა. დედალი დებს 4 კვერცხს, ორივე მშობელი კრუხობს 24 დღის განმავლობაში, 21–23 დღე კი ბარტყებს უვლიან.[3]
ყელსახვევიანი წინტალა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზრდასრული | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Charadrius hiaticula (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693759 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
გამრავლება მიგრაციის მარშრუტები მთელი წლის განმავლობაში გამოზამთრება | |||||||||||||||||
|