შავი ქორის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
შავი ქორის ომი — ხანმოკლე კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 1832 წლის მარტში და დასრულდა ამავე წლის აგვისტოში. კონფლიქტი მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას შორის, რომელთაც მეთაურობდათ შავი ქორი, საუკების ლიდერი. კონფლიქტი 1832 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც საუკებმა, მესკვაკებმა და კიკაპუებმა, ცნობილებმა როგორც ბრიტანული ბანდა, გადალახეს მდინარე მისისიპი და შევიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებში, ილინოისში. შავი ქორის მოტივები იყო ორაზროვანი: ის იმედოვნებდა, რომ აირიდებდა სისხლისღვრას და მისი ხალხი ხელახლა დამკვიდრდებოდა კუთვნილ მიწაზე, რომელიც 1804 წლის სანტ-ლუისის ხელშეკრულებით დაეთმო ამერიკის შეერთებულ შტატებს.
შავი ქორის ომი | |||
---|---|---|---|
შავი ქორის ომი | |||
თარიღი | მარტი-აგვისტო 1832 | ||
მდებარეობა | ილინოისი და მიჩიგანის ტერიტორია | ||
შედეგი | შეერთებული შტატების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
შავი ქორის ომი ვიკისაწყობში |
ამერიკის ოფიციალური პირები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბრიტანული ბანდა მათ მიმართ მტრულად იყო განწყობილი. საომარი მოქმედებები დაიწყო 1832 წლის 14 მაისს, როდესაც ამერიკის მილიციამ ცეცხლი გაუხსნა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დელეგაციას. ამის საპასუხოდ შავი ქორი თავს დაესხა მილიციას და მოიპოვა გამარჯვება ბრძოლაში, რომელიც სტილმანის გაქცევის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. ის თავის ხალხს უსაფრთხო ადგილისაკენ მიუძღოდა, სადაც დღეს სამხრეთ უისკონსინი მდებარეობს. მაშინ როდესაც შეერთებული შტატების არმია დევნიდა შავი ქორის ბანდას, ამერიკის სხვა მკვიდრი მოსახლეები თავს ესხმოდნენ ციხესიმაგრეებსა და დასახლებებს. იყო საჩივრები იმის შესახებ, რომ ჰო-ჩანკების და პატავატომების მებრძოლები მონაწილეობდნენ დარბევებში, მაგრამ რეალურად ამ ტომების წევრთა დიდი ნაწილი ცდილობდა კონფლიქტისგან თავი შორს დაეჭირა. ამ დროისთვის უკვე არსებობდა წინააღმდეგობა მენომინეებს, დაკოტის ტომების (სიოუქსების) ხალხებსა და საუკებისა და პატავატომების ხალხებს შორის, რის გამოც მენომინეები და დაკოტის ტომები (სიოუქსები) გახდნენ ამერიკელების მოკავშირეები.
გენერალ ჰენრი ატკინსონის მეთაურობით, აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაედევნენ ბრიტანული ბანდას. პოლკოვნიკ ჰენრი დოჯის დაქვემდებარებაში მყოფმა მილიციამ 21 ივლისს ბრიტანული ბანდა ჩიხში მიიმწყვდია და ისინი დაამარცხა ვისკონსინ ჰიტსის ბრძოლაში. შავი ქორის ბანდა იმ დროისათვის საკმაოდ იყო დასუსტებული შიმშილის, სიკვდილიანობისა და დეზერტირობის გამო. მრავალმა მებრძოლმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უკან დაიხია მისისიპისთან. 2 აგვისტოს აშშ-ს ჯარისკაცები თავს დაესხნენ ბრიტანული ბანდის შემორჩენილ მებრძოლებს და შედეგად დაიღუპა მრავალი მათგანი, გადარჩენილთა დიდი ნაწილი კი დაატყვევეს. შავი ქორის სხვა ლიდერები გაიქცნენ, მაგრამ მოგვიანებით დანებდნენ და ისინი ციხეში ჩასვეს.
შავი ქორის ომმა თავის წარმოჩენის საშუალება მისცა ახალგაზრდა მილიციის კაპიტანს, სახელად აბრაამ ლინკოლნს, რომელსაც სამხედრო სამსახურში ყოფნის მოკლე გამოცდილება ჰქონდა.[4] სხვა მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ ცნობილი, იყვნენ უინფილდი სკოტი, ზაქარი ტეილორი და ჯეფერსონ დევისი. ომმა სტიმული მისცა აშშ-ს, ეწარმოებინა ინდიელების განდევნის პოლიტიკა, რომლის დროსაც ამერიკელი ტომები, რომელთა მშობლიურ საცხოვრებელს ამერიკა წარმოადგენდა, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი იყვნენ გაეყიდათ თავიანთი მიწები და მდინარე მისისიპის დასავლეთით გადასულიყვნენ საცხოვრებლად.