შალომ კობოშვილი
შალომ კობოშვილი / From Wikipedia, the free encyclopedia
შალომ კობოშვილი (დ. 1876, ახალციხე - გ. 1941, თბილისი) — ქართველი მხატვარი, რომელიც ძირითადად საქართველოში მცხოვრები ებრაელების ცხოვრებას ასახავდა.
დაიბადა ახალციხეში, ღარიბი ებრაელების ოჯახში. მას რაბინობისთვის ამზადებდნენ, თუმცა რელიგიური განათლება ადრეულ ასაკში მიატოვა. მის ხელოვნებისადმი ლტოლვას ოჯახი მხარ არ უჭერდა და ამიტომ მბეჭდავის შეგირდად მიაბარეს. მთელი მისი ხელოვნების ცოდნა შემოიფარგლებოდა თვითგანათლებით. ითვლება, რომ 1910 წელს ის ნიკო ფიროსმანს შეხვდა.[1] 1937 წელს ის ახლად გახსნილი საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ღამის დარაჯად დანიშნეს. ამან მას ხელი შეუწყო განევითარებინა საკუთარი შემოქმედება. დღემდე მოღწეული მისი ნამუშევრები შექმნილია 1937-1941 წლებში.
კობოშვილის ნამუშევრები მიეკუთვნება პრიმიტივიზმის ჟანრს. ყველა ნამუშევარი ეხება ქართველი ებრაელების ცხოვრებისეულ სცენებს. ნახატები შესრულებულია ზეთში ან წყლის საღებავებით ქაღალდზე.
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი 1950 წელს დახურეს და ყველა მისი ექსპონატი, მათ შორის კობოშვილის ამუშევრებიც, გადაიტანეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. კობოშვილის ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა 2006 წელს თბილისში მოეწყო.