შანი
მთა საქართველო რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ინგუშეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
შანი, შავანა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე. შავანის ქედის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე ზღვის დონიდან 4491 მ და ამრიგად აღმოსავლეთ კავკასიონის მეორე მწვერვალს წარმოადგენს სიმაღლის მიხედვით. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. გაწოლილია სტეფანწმინდის აღმოსავლეთით. კალთებზე ვრცელდება მდინარე თერგის შენაკადის — ხდის ვიწრო ხეობა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები შანი ...
შანი | |
---|---|
შანი | |
კოორდინატები: 42°40′33″ ჩ. გ. 44°45′27″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 4491 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ასაკი | ქვედაიურა |
დახურვა